შაბათის ზოოპარკი

არ ჭირდება ამას ახსნა. დადექი, თავი აწიე, თმები ოდნავ გვერდზე. ეხლა ჩიტი გამოფ…

…რინდება. თუ ჩიტებს სხვა რამეებს ეუბნებიან? 😀

C5A7cZ6

თუშეთის გზა, აბანოს (ცერის) უღელტეხილი, 2900 მ.

ასე იწმინდება თუშეთის გზა ყოველ წელს, მაისის დასაწყისში. აბანოს (ცერის) უღელტეხილი 2900 მ. ზღვის დონიდან.

940901_1153821234629204_1937871102183652643_n

წყარო: იმოგზაურეთ და დაისვენეთ თუშეთში

მუსიკა, რომელიც არ ისმის

ერთი უცნაური იდეა დამებადა, შტეფან ბოდზინის ბოილერ რუმის ლაივ სეტის მოსმენისას.

აი დიჯეი რომ უკრავს და სხვადასხვა სემპლები გამოყავს, რომ ჩვენ მოგვასმენინოს, ის, დანარჩენი ხმებია საინტერესო – რომლებიც არ გვესმის. ანუ ეს, იგივე სემპლი რომელსაც დიჯეი თიშავს, და ასევე ყველა სხვა საუნდი, ხმა, ეფექტი, რაც გათიშული აქვს – როგორ ჟღერს?

უბრალოდ თიშავს თუ ხმას უწევს და ისინი თავისთვის აგრძელებენ დაკვრას, უსულო სამყაროში, სადაც არაფერი ისმის? სადაც ვერავინ გაიგებს მათ ვედრებას, სადაც მათი ვიბრაცია არცერთ ობიექტს არ მოხვდება, რომელიც მათ მიიღებს ან აირეკლავს?

არიან გოგოები, რომლებიც მხოლოდ ერთ ფოტოზე გამოიყურებიან კარგად – და სხვა არცერთი ფოტო არ ვარგა.

არიან გოგოები, რომლებიც ყველა ფოტოზე კარგად გამოიყურებიან, და რეალობაში კი სულ არ არიან ეგეთი კარგები.

არიან გოგოები, რომლებიც არცერთ ფოტოზე არ გამოიყურებიან კარგად – და სინამდვილეში ძალიან კარგები არიან.

არიან გოგოები, რომლებიც ცხოვრებაშიც, და ყველა ფოტოზეც ერთნაირად ლამაზები არიან?

ერზაცი

(c) თაზო კუპრეიშვილი

(c) თაზო კუპრეიშვილი

ზაფხულია, ცხელა. არ გშია თითქმის ადამიანს, ისეთი სიცხეა.
დილით გავიღვიძე და მაცივარი გამოვაღე.

მაწვნის მაგვარ პროდუქციაში ჩავყარე შაქრის მაგვარი ფხვნილი, პურის მაგვარი ნაჭერი დავჭერი და კარაქის მაგვარი სპრედი წავუსვი, ყავის მაგვარ ფხვნილს წყლის მაგვარი სითხე მოვასხი, რძის მაგვარი სუბსტანცია მოვასხი და voila – საუზმის მაგვარი ყლეობაც მზადაა!

ჩავრთე ტელევიზორის მაგვარი ყუთი, სავარძლის მაგვარ ავეჯზე მოვკალათდი და გადაცემის მაგვარ რაღაცას ვუყურებდი. თან საუზმის მაგვარ ყლეობას მივირთმებდი და ვუსმენდი ადამიანის მაგვარ არსებას, რომელიც მოსაზრების მაგვარ რაღაცეებს აფრქვევდა. გამოვრთე, თავში აზრების მაგვარი იმპულსები მიტრიალებდა – საით მიექანება ჩვენი სამყარო?

ბრაკი

გიფიქრიათ იმაზე, რომ წუნდებული საქონელი ყოველთვის უფრო ორიგინალურია, ვიდრე დაშტამპული, მასიურად გამოშვებული პროდუქცია?

აი ერთი ბლოკნოტი მაქვს, რომელიც ჩვენმა მარკეტინგის სამსახურმა დაბრაკა – შეკვეთილი ლამაზი ბლოკნოტების სერიიდან ეს ერთი აღმოჩნდა მახინჯი.

სხვა ბლოკნოტები დაურიგდათ კლიენტებს, პარტნიორებს და უბრალოდ ვიპებს.

ეს დაწუნებული კი დარჩა – მას ოდნავ მეტი ფურცელი აქვს, ვიდრე ორიგინალებს. რეზინაც არ აქვს, არც ჯიბე. და რაც მთავარია – კომპანიის ლოგო და სახელი დაბეჭდილია გოფრირებით, მაგრამ საღებავით აღარაა ამოვსებული. ამიტომ, სულ არ ჩანს, ძალიან თუ არ დააკვირდი.

ძალიან მომწონს, ეგრევე წავართვი და მივისაკუთრე. ნუ ეხლა, წავართვი რა… ეგდო იქ ეულად სადღაც კარადაში.

ხოდა, იმაზე გიფიქრიათ, რომ ხალხიც ეგრე გამოირჩევა ერთმანეთისგან? დაშტამპულად, ერთნაირად მოაზროვნე ადამიანები უინტერესოები რომ არიან? და მხოლოდ ის ხალხია საინტერესო, ვისაც ერთი შეხედვით, რაიმე უცნაური თვისება გააჩნია?

აი, შეიძლება ოდნავ ექსცენტრიულია, ან ოდნავ უფრო თავისუფალი და დამოუკიდებელი, ვიდრე ჩვენი საზოგადოების 85%. ან ოდნავ სხვანაირად იცმევს, ან სხვანაირად ხუმრობს. ან, სულაც – ოდნავ კი არა, ზედმეტად გამორჩეულია.

აი, ეგეთი ხალხია უფრო საინტერესო, განსხვავებულები რომლებიც არიან. მხოლოდ მათთან უნდა გქონდეს კონტაქტი. მხოლოდ მათ აქვთ თამამი იდეები, გიჟური მოწოდებები და მხოლოდ მათ შეუძლიათ, უკეთესობისკენ შეცვალონ სამყარო.

აი მასა კი… მასა უბრალოდ სხვა რამისთვის არსებობს ამ ქვეყანაზე.